საქართველოს პარლამენტი გოგი თოფაძის განცხადებას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც დეპუტატი გუშინდელ გამოსვლასთან დაკავშირებით, ბოდიშს უხდის საზოგადოებას და პრეზიდენტსაც მოუწოდებს ბოდიში მოიხადოს.
,,გუშინდელ ჩემს გამოსვლას არაერთგვაროვანი შეფასება მოყვა საზოგადოებაში და ჩემი სიტყვები არასწორედ იყო აღქმული.
მე მხოლოდ მოვახდინე გიორგი მარგველაშვილის სიტყვების ციტირება, რომელიც ჟურნალ „დრო მშვიდობა“-ში სათაურით „ნიჩურტა! - მე ქართველი ვარ“ იქნა გამოქვეყნებული და მივუთითე, რომ მსგავსი განცხადებების გაკეთება ქართველ კაცს არ ეკადრება და იმ შემთხვევაში თუ ბატონი პრეზიდენტი ქართულ საზოგადოებას ამგვარ შეფასებას აძლევს, მაშინ მას ამ ქვეყნის პრეზიდენტობაც არ უნდა ეკადრებინა. ჩემთვის, როგორც საზოგადოების ნაწილისთვის მარგველაშვილის ამგვარი სიტყვები შეურაცმყოფელია.
არავისთვის შეურაწყოფის მიყენება არ მიფიქრია და თუ ჩვენი საზოგადოების ნაწილის მხრიდან ჩემი სიტყვები ამგვარად იყო აღქმული, რათქმაუნდა ამისთვის მათ წინაშე ბოდიშს ვიხდი.
აქვე მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, რომ მანაც მოიხადოს საზოგადოების წინაშე ბოდიში იმ სიტყვებისთვის, რომლითაც მან ქართველი ერი შეურაწყო.
ჩემთვის საზოგადოება არის ერთიანი და მის დიფერენციაციას არ ვახდენ“, - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისათვის, ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“თავმჯდომარემ გოგი თოფაძე გუშინ პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა შეაფასა.
„მე მინდა ბატონო პრეზიდენტო რამოდენიმე კრიტიკა გამოვთვქა თქვენს მიმართ, თვენ ხართ პირველი კაცი საქართველოში, თქვენი ყველა წინადადება ანალიზდება და მინდა მოგახსენოთ თქვენი გამონათქვამები ქართველ ხალხზე. ქართველი ხალხი თქვენ დაუნებს შეადარეთ, ძლიან სამწუხაროა თუ თქვენ ასე აფასებთ საქართველოს მოსახლეობას, მაშინ ალბათ პრეზიდენტობაც არ უნდა გეკადრათ საქართევლოში“, - განაცხადა გოგი თოფაძემ.