,,ჩემი ძმის სატელევიზიო კრეატიული აზროვნების მეშვეობით, იმედი გვაქვს, რომ რეიტინგს ავწევთ",- ამის შესახებ ლევან გაჩეჩილაძემ "მაესტროს" პარტნიორთა კრების დაწყებამდე განაცხადა. მისივე თქმით, დადებს გეგმას ტელეკომპანიის ფინანსური კრიზისიდან გამოსასვლელად.
,,მე არაერთხელ დავაყენე საკითხი, რომ მთლიანად კომპანია შემასწავლინონ და მე დავდებ გეგმას ფინანსური კრიზისიდან გამოსასვლელად. მთავარია, რომ ტელეკომპანიის რეიტინგი 15%-დან 4%-მდე არის დაწეული. ჩემი ძმის სატელევიზიო კრეატიული აზროვნების მეშვეობით, იმედი გვაქვს, რომ რეიტინგს ავწევთ", - განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.
რაც შეეხება ირაკლი რუხაძის მონაწილეობას "მაესტროს" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებში,მან განაცხადა, რომ რუხაძემ ფული ასესხა, მეგობრობიდან გამომდინარე და ,,იმისათვის, რომ მედია იყოს თავისუფალი და ფინანსურად დამოუკიდებელი“
ლევან გაჩეჩილაძე ასევე აცხადებს, რომ შეიცვლება ტელეკომპანიის ფორმატი და განხორციელდება ბევრი სიახლე.
მისივე თქმით, ყველა მნიშვნელოვანი კადრი დარჩება ტელევიზიაში.