მთავრობის ადმინისტრაციაში სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც მინისტრთა კაბინეტის წევრების გარდა, თბილისის მერი დავით ნარმანია და "საქსტატის" ხელმძღვანელი მერი დაუშვილი ესწრებიან.
მთავრობის სხდომის დაწყებამდე მინისტრებს მედიასთან კომეტარები არ გაუკეთებიათ, მოგვიანებით კი ჟურნალისტებს მთავრობის სხდომაზე განსახილველი საკითხები დაურიგდათ.
დღევანდელ სხდომაზე მინისტრები 38 საკითხს განიხილავენ, მათ შორის, "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველის კანონში და "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებების შესახებ კანონპროექტებს. დაგეგმილია "სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა" და ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცება.