ფრაქცია ქართული ოცნება- რესპუბლიკელების თავმჯდომარის თქმით, ის არ იღებს პრეზიდენტის მიმართ სხვადასხვა ფრაქციის მხრიდან დაგვიანებულ საყვედურებს.
“ქვეყანაში კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრად გახდომის შემდეგ შეიქმნა ახალი პოლიტიკური რეალობა, ამ ახალი რეალობის შემადგენელი ნაწილებია პრემიერის და მთავრობის ყოფნა პრეზიდენტის პრლამენტში მოსვლისას, პრემიერის სიტყვები, რომ პრეზიდენტი მუშაობს იქ სადაც უნდა მუშაობდეს. მე ამას ვადასტურებ და პრინციპულად არ ვიღებ სხვადასხვა ფრაქციის მხრიდან ნაგვიანებ საყვედურებს. თუ ჩვენ გვსურს ევროპული არჩევანი მაშინ უნდა ვიცოდეთ, რომ ქართული პოლიტიკა უნდა იყოს ევროპული, ევროპული პოლიტიკა არის კოალიციური. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ გასული წლის მაისიდან საქართევლოს მთავრობაც კოალიციურია“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა