„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ აკაკი ბობოხიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ცუდად თამაშობს, როდესაც უცხოელ პარტნიორებს არასწორად შერჩეული ტონით ესაუბრება.
„ვფიქრობ, პრეზიდენტის დღევანდელი ტონი საკმარისად კრიტიკული არ იყო. ალაბთ ეს განაპირობა იმანაც, რომ პრემიერმა კვირიკაშვილმა თანამშრომლობისკენ ნაბიჯი გადმოდგა, თუმცა ვეჭვობ ეს წმინდა გრეგნული სახეა. თქვენს სიტყვას დიდი წონა აქვს, რადგან პრეზიდენტი ხართ, ამიტომ ქვეყანას არ გამოადგება ის ზომიერი, შუალედური პოზიციები, რომელსაც თქვენ სხვადსხვა პროცესების შეფასებისას გამოთქვამთ. თქვენ გაცილებით უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა გევალებათ. თქვენ სიამაყით ახსენეთ, რომ შარშანდელი წლის მთავარი მიღწევა ვიზალიბერალიზაციაა, მაგრამ აქ არანაირი დამსახურება ამ მთავრობის არაა, გარდა იმისა, რომ მათ ამ პროცესს ხელი ბოლომდე ვერ შეუშალეს. ესაა ინერცია, რომლითაც ქართული სახელმწიფო მოდის“, - განაცხადა ბობოხიძემ.
მან აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა ყურადღება უნდა გაამახვილოს არა მიღწევებზე არამედ იმ ხელისშემშლელ ფაქტორებზე, რაც ევროკავშირში გაწევრიანებას უშლის ხელს.
„ესაა სიღარიბე. სწორედ ამიტომ თქვენ უნდა გაამახვილოთ ყურადღება ეკონომიკაზე. თუმცა ეს როგორც ჩანს პრემიერსაც არ აფიქრებს, რადგან მიუხედავად პირობისა ის არ ხვდება საპარლამენტო ოპოზიციას და არ ისმენს ჩვენგან იმ გეგმას, რაც ამ კრიტიკული მდგომარეობიდან გამოსვლასი დაეხმარება ქვეყანას. მეორე პრობლემა, რომელსაც დასავლურ გზაზე გვიდგას, ეს შერჩევითი სამართალია. ასევე, ის ტონი, რომლითაც პარტნიორებს ესაუბრებით. თქვენ ცუდად თამაშობთ“, - განაცხადა ბობოხიძემ.