„ქართველი ხალხი თქვენ დაუნებს შეადარეთ,“ – ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების” თავმჯდომარემ გოგი თოფაძემ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს პარლამენტის ტრიბუნიდან.
„თქვენ ხართ პირველი პირი საქართველოში, თქვენი ყველა წინადადება, სიტყვა, ყველა ბგერა ანალიზდება, მინდა მოგახსენოთ თქვენ თქვენი გამონათქვამები, ქართველ ხალხზე, ქართველ ერზე. ქართველი ხალხი თქვენ დაუნებს შეადარეთ, ძალიან სამწუხაროა, რომ თქვენ ასე აფასებთ საქართველოს მოქალაქეებს, მაშინ, არც პრეზიდენტობა უნდა გეკადრათ, საქართველოსი.”, – განაცხადა თოფაძემ გამოსვლაში, რომლის დასრულების შემდეგ ტაში დარბაზში მხოლოდ გიორგი მარგველაშვილმა დაუკრა.