საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას წინასწარი პატიმრობის კონსტიტუციით დადგენილ ცხრათვიან ვადასთან დაკავშირებითაც გაამახვილა ყურაღება.
„შარშან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო წინასწარი პატიმრობისკონსტიტუციით დადგენილ ცხრათვიან ვადასთან დაკავშირებით. ვფიქრობ ეს მისასალმებელია. ამასთან ერთად აუცილებლია ჩვენიმართლმსაჯულების ორგანოების პრაქტიკა მივუახლოვოთ ევროპულ სტანდარტებს, რაც სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან სწორი და ერთგვაროვანი პრაქტიკის დადგენას გულისხმობს."-განაცხადა პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილმა სისტემურ დანაშაულებებზეც ისაუბრა და აღნიშნა: „წინა ხელისუფლების დროს ჩადენილ სისტემურ დანაშაულთან შესახებ პროკურატურისთვის ჩვენ მიერ დასმულ კითხვაზე მივიღეთ პასუხი, რომ დევნა დაწყებულია 124 ადამიანის მიმართ.
მაგრამ საზოგადოების მთავარ კითხვაზე პასუხი კვლავ გაუცემელია. სისტემურ დანაშაულს სისტემური პასუხი სჭირდება."-განაცხადა მარგველაშვილმა.