გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ის კვლავაც აქტიურად იქნება ჩართული ყველა იმ პროცესში, რომელიც უკავშირდება ჩვენისტრატეგიულ მიზანს: საქართველოს დაბრუნებას მის ისტორიულ ოჯახში - ევროპულ სახელმწიფოთა დიდ თავისუფალგაერთიანებაში.
ამისთვის ევროპული საზოგადოებრივი და პოლიტიკური სისტემები უნდა გაძლიერდეს. "ევროპული სტანდარტები ჩვენ ყოველდღიურობად უნდა ვაქციოთ."-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
პრეზიდენტმა საერთაშორისო ავტორიტეტული რეიტინგებიც მოიყვანა მაგალითად და აღნიშნა, რომ საქართველო კორუფციის აღქმის, ბიზნესის კეთების, ეკონომიკური თავისუფლების, მილიტარიზაციის ინდექსის მიხედვით მრავალ ევროპულ ქვეყანასაც კი უსწრებს და უდავო ლიდერია რეგიონში. თუმცა ეს მაინც არ არის საკმარისი.
გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ თანამედროვე ევროპული სახელმწიფოს, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებისათვის საჭიროა გაძლიერდეს სეკულარიზმის პრინციპზე დაფუძნებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი პრაქტიკები.
გიორგი მარგველაშვილმა დემოკრატიულ სახელმწიფოში პოლიტიკური პარტიების მნიშვნელოვან როლზეც გაამახვილა ყურადღება:
„თანამედროვე დემოკრატია ვერ შედგება ძლიერი პოლიტიკური პარტიების გარეშე. უნდა დაიხვეწოს პოლიტიკური პარტიების საქმიანობის პირობები, რომელიც ხელს შეუწყობს პოლიტიკური პარტიების გამსხვილებას და ამავე დროს გაზრდის მათ მხარდამჭერების რიცხვს. პოლიტიკური ტრადიცია როდესაც არსებობს ორი რადიკალურად დაპირისპირებული პოლიტიკური პოლუსი უნდა შეიცვალოს უფრო მრავალფეროვანი პოლიტიკური პალიტრით."-განაცხადა მარგველაშვილმა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია რომ გაიზარდოს პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრის, გადაწყვეტილებათა მიღების პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების როლი, გაძლიერდეს თითოეული მოქალაქის ხმა. აღსანიშნავია, რომ არასამთავრობოსექტორი ჩვენ ქვეყანაში საკმაოდ ძლიერია. თუმცა იგი მხოლოდ ნაწილია სამოქალაქო საზოგადოებისა, რომლის უმთავრესი დასაყრდენიც აქტიური მოქალაქეა.