საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო გამოსვლისას რეგიონში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ საერთო ევროპული უსაფრთხოების მთავარ პრობლემად კვლავაც ახალგაზრდა დემოკრატიების დაცვა დაკონფლიქტები რჩება.
„ საქართველო, მოლდოვა, უკრაინა - აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველაზე წარმატებული ქვეყნები ტერიტორიული მთლიანობისპრობლემის წინაშე დგანან. შარშან ჩვენთან ერთად საერთაშორისო საზოგადოებამ გაიზიარა შეშფოთება რუსეთის ფედერაციის მიერაფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან/სამხრეთ ოსეთთან ხელშეკრულების გაფორმების გამო. ამაზე პასუხი ოკუპაციისა და ახალიგამყოფი ხაზების დაუშვებლობის ერთიანი ევროატლანტიკური პოლიტიკა უნდა გახდეს. შავი ზღვისა და აღმოსავლეთ ევროპისრეგიონის უსაფრთხოების პრობლემები სწორედ საერთო ევროპული უსაფრთხოების კონტექსტში უნდა გადაიჭრას."-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.