„დროის მოკვლა არ შეიძლება კაბინეტებში. ხალხის ცხოვრება გადის ბავშვები იზრდებიან.“ - ამის შესახებ საქართველოს განვითარების ფონდის დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ ინგა გრიგოლიას გადაცემა „დღის ამბებში“ განაცხადა.
ბურჭულაძის თქმით, დღეს ხელისუფლების ერთ-ერთი პრობლემა გადაწყვეტილების მიუღებლობაა და მისი განცხადებით უნდა მოვიდეს ისეთი ხალხი ვინც პასუხისმგებლობას აიღებს და არაფრის შეეშინდება.
მისი თქმით, მთავრობა დროს კლავს. ასე გაგრძელება კი აღარ შეიძლება.
„გაჭირვებას გაუძლებს ადამიანი, უიმედობას ვერ. ადამიანები ელოდნენ, რომ მათი ცხოვრება გაუმჯობესდებოდა. დღეს ამბობენ, მოგვეცით კიდევ ოთხი წელი და ყველაფერი კარგად იქნება. ამასობაში გავიდა რვა წელი. შემდეგ იქნება კიდევ ოთხი წელი და ადამიანის ცხოვრება გასულია. მოცდის უფლება ჩვენ აღარ გვაქვს. ჩვენი მთავრობა დროს კლავს. მიუხედავად იმისა, რომ მე ბევრ მინისტრს პატივს ვცემ და მათთან ვმეგობრობ კიდეც, თუნდაც ბატონ კვირიკაშილს ძალიან დიდ პატივს ვცემ, ასე არ შეიძლება, ასეთი უმოქმედობა არ შეიძლება. ოთხი წელი, ოთხი წელი, ოთხი წელი და ბოლოში მოვა ახალი მთავრობა ისიც ოთხ წელს მოითხოვს და გავიდა ცხოვრება”, - განაცხადა საქართველოს განვითარების ფონდის დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ.