როდესაც გამოკითხული მოსახლეობის 90%-ზე მეტს არა აქვს ნდობა სასამართლოს მიმართ, ეს არის სიტემური კრახი. ამის შესახებ საქართველოს განვითარების ფონდის სამართლის მიმართულების ხელმძღვანელმა, დავით ჯანდიერმა გადაცემა არჩევანში ისაუბრა.
“ჩვენ გვაქვს საქმე სისტემურ კრახთან და ამას ადასტურებს საზოგადოების განწყობა. ეს არის სიტემური კრახი, როდესაც 90%-ზე მეტს არ აქვს ნდობა სასამართლოს მიმართ და, რა თქმა უნდა, არ ექნება იმ პირობებში, როდესაც პრზიდენტი მოსამართლეთა კორპუსს მოუწოდებს კონსტიტუციის დაცვისკენ და მათ აქვთ პრეტენზია, თუ რატომ მოუწოდეს ამის შესახებ. ყველაზე მთავარი პრობლემა, რაც მოსამართლეებს აქვთ, ეს არის დაბალი მგრძნობელობა ადამიანის უფლებების დაცვის მიმართ და სამართლის უზენაესობის მიმართ," - განაცხადა დავით ჯანდიერმა.