პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტის წინაშე 3 თებერვალს დღეს წარსდგება. ეკონომიკა, სოციალური ვითარება, საგარეო ურთიერთობები, მომავალი საპარლამენტო არჩევნები და ადამიანის უფლებები. ეს ის ძირითადი საკითხებია, რომელზეც პრეზიდენტი დეპუტატებთან შეხვედრის დროს გაამახვილებს ყურადღებას.
მარგველაშვილი საკანონმდებლო ორგანოში შიდა პოლიტიკურ ვითარებაზეც ისაუბრებს. პრეზიდენტის მრჩევლების განცხადებით, მარგველაშვილი დეპუტატებს რამდენიმე ახალ ინიციატივასაც გააცნობს.
პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის შემდეგ დებატები არ გაიმართება. საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის დასრულების შემდეგ, ფრაქციის წევრებს მოუსმენენ. გამოსვლის დრო 10-15 წუთით განისაზღვრება.