პრეზიდენტის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის ფორმატი დამტკიცებულია. უმრავლესობის გადაწყვეტილებით, პოლიტიკური დებატები არ გაიმართება.
გიორგი მარგველაშვილის ანგარიშის წარდგენის შემდეგ, პარლამენტის 12 ფრაქცია 15-15 წუთიანი სიტყვით გამოვა.
როგორც ცნობილია, საპარლამენტო ოპოზიცია დებატების გამართვას ითხოვდა.
პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით, 3 თებერვალს წარსდგება.