იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, ლევან მურუსიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტს და საბჭოს მიმართ კრიტიკულად განწყობილ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ხვალ შეხვედრაზე იწვევს.
მოსამართლეთა კონფერენციამ დღეს სპეციალური მიმართვა მიიღო, სადაც მოსამართლეების მიმართ მიზანმიმართულ კამპანიაზეა საუბრაი. მურუსიძის განცხადებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საბჭოს წევრებს სურთ შეხვდნენ, როგორც პრეზიდენტს, ისე იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც მოსამართლეების მიმართ პროტესტს გამოთქვამენ.
ლევან მურუსიძის ინფორმაციით, შეხვედრა ხვალ, 10.00 საათზე, "რედისონში" გაიმართება.
მოსამართლეთა კონფერენციას, რომელიც დღეს საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა, 200-მდე მოსამართლე დაესწრო. კონფერენციას არ ესწრებოდა უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე.