პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ დღეს უფრო მეტი ნდობა აქვს, ვიდრე გასულ წლებში. ყოფილ პრემიერთან დაკავშირებით, სპიკერმა დღეს ჟურნალისტებტან ვრცლად ისაუბრა.
,,მასთან ურთიერთობამ წლების განმავლობაში მეტად დამარწმუნა, რომ ის თითქოსდა, დაუჯერებელი ამბები, რასაც ეს კაცი ამბობდა ქართული პოლიტიკისთვის და ქართული საზოგადოებისთვის იყო წარმოუდგენელი და იყო სხვა სამყაროდან - თუ რატომ შეიძლება ადამიანს უნდოდეს ამდენის გაღება საზოგადოებისთვის. გუშინწინ იყო კიდევ ერთი მსგავსი მაგალითი. ან პოლიტიკაში მოსვლა რატომ უნდა უნდოდეს, თუ პოლიტიკაში არ დარჩება და ხელისუფლებაში არ დარჩება? - უამრავი ისეთი კითხვა იყო, რომელზეც პასუხების დაჯერება ჭირდა, იმდენად არაორდინალური იყო. მე დავრწმუნდი არა მხოლოდ მის შესაძლებლობებში, არამედ მის გულწრფელობაში და დავრწმუნდი, რომ რასაც აკეთბდა მას ეს უნდოდა, ქვეყნის და ხალხის საკეთილდღეოდ. წასვლაც უნდოდა ქვეყნის და ხალხის საკეთილდღეოდ. მე ვიცი, რომ ის საკმაოდ განიცდიდა იმ ამბავს, რომ როდესაც პრემიერ-მინისტრობიდან წავიდა, მაინც მოუხდა საჯარო საკითხებში აქტიურობა.. ამიტომ, ვიყო უკმაყოფილო, ან უმადური და ვუთხრა კიდევ მეტი რატომ არ გააკეთე, ერთი ოპერა კარგია, მაგრამ შვიდი ჯობდა,.. სააკაშვილის ჩამოცილება კარგია, მაგრამ უფრო შორს გაგვეშვა -კოსმოსში, რომ აღარ დაგვენახა... ვიღაც ფიქრობს: კი აღარ არის "ნაციონალური მოძრაობა" უმრავლესობაში, პარლამენტში, მაგრამ საერთოდ რომ ჩანს, იქნებ რამე მოეხერხებინა და საერთოდ არ გამოჩენილიყვნენ. იქნებ როგორმე მოეხერხებინა ბიძინა ივანიშვილს და გარშემო რომ ჩამოიქცა ვალუტები და ეკონომიკები რუსეთში და ჩვენს შემოგარენში, აი, საქართველო აეყვავებინა და ოაზისად ექცია. რატომ ეს ვერ მოახერხა და ა. შ.. ამ ტიპის მსჯელობაში ძნელია ვინმეს გაჰყვე", - განუცხადა მედიის წარმომადგენლებს პარლამენტის თავმჯდომარემ.