თბილისი მერის დავით ნარმანიას განცხადებით, მერიაში უმნიშვნელო გადაადგილებებია დაგეგმილი.
მერიაში აცხადებენ, რომ თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსი პაატა ჯაჭვლიანი მერიის სხვა სტრუქტურაში გადადის.
"ეს არის ჩვეულებრივი უმნიშვნელო გადაადგილებები, რომელსაც მერიაში აქვს ადგილი. რაიმე არსებითი სახეცვლილება არ არის დაგეგმილი", _ განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას დედაქალაქის მერმა.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ თანამდებობას ტოვებს მერის მოადგილე, ირაკლი ლექვინაძე.