ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე განხილულ იქნა ნატო-ს სამიტისთვის მზადების საკითხი და სხვადასხვა უწყებების მიერ შესრულებული სამუშაო ნატო-ს ვარშავის სამიტამდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პრეზიდენტის ადმინისრაციაში სხდომის დასრულების სემდეგ განაცხადა. განაცხადა,
,,ასევე, განხილული იქნა საკითხი ქართველი ჯარისკაცების საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის თაობაზე. საუბარი იყო ავღანეთში გადამწყვეტი მხარდაჭერის მისიაში ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობის კუთხით, შემდგომ თანამშრომლობაზე და ამ კუთხით თავდაცვის მინისტრს ეთხოვა, რომ მან გააგრძელოს კონსულტაციები ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებზე“, - აღნიშნა პრემიერმა.
საქართველოს პრეზიდენტის მიწვევით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომას ესწრებოდნე: ნ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს პარლამენტის უშიშროებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური.