ოკუპანტებმა გორის რაიონიდან 49 წლის მამაკაცი გაიტაცეს. არსებული ინფორმაციით ჯიმშერ ტიელიძე სოფლის მიმდებარედ ტყეში შეშის მოსატანად იყო წასული. რუსმა სამხედროებმა ტიელიძე ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით დააკავეს. გატაცებულის ოჯახის წევრებს ამ დრომდე არავინ დაკავშირებია.