იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ლევან მურუსიძის სახლთან საპროტესტო აქცია გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა აქცია სახელწოდებით, "მურუსიძე გადადექი" სიმბოლურად სანდრო გირგვლიანის მკვლელობის 10 წლისთავს დაამთხვიეს.
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მოსამართლე ლევან მურუსიძის გადადგომა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ამ შემადგენლობის დაშლა მოითხოვეს.
არასამთავრობო ორგანიზაციადემოკრატიული ინსტიტუტის ხელმძღვანელიმა ლაშა ჩხარტიშვილმა განაცხადა, რომ თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება ისინი იუსტიციის საბჭოს რეფორმირების კანონპროექტს პარლამენტს წარუდგნენ.
აქციის მონაწილეებმა დღესვე საბჭოს იმ წევრების სახლებთანაც დააანონსეს საპროტესტო აქციები, ვინც ლევან მურუსიძის მოსამართლედ ხელახლა არჩევას მხარი დაუჭირა.