“ წარმომადგენლები გეგმავენ საარჩევნო უბნებბზე არჩევნების ჩაშლას, რათა შექმნან არჩევნების გაყალბებისა და არაჯანსაღ გარემოში ჩატარების ილუზია“,
„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ხვალ, „ ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები გეგმავენ საარჩევნო უბნებბზე არჩევნების ჩაშლას, რათა შექმნან არჩევნების გაყალბებისა და არაჯანსაღ გარემოში ჩატარების ილუზია“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
"ჩვენ მოვუწოდებთ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ აგრესიული და დესტრუქციული ქმედებებისგან. ჩვენ არ ავყვებით არანაირ პროვოკაციულ მოქმედებებს და შევძლებთ არჩევნები ჩავატაროთ მშვიდად და ობიექტურად, რათა დაცული იყოს თითოეული გარდაბნელის ხმა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.