HUMAN RIGHTS WATCH -ის 2015 წლის ანგარიშში საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ საქართველოში არამდგრადი მდგომარეობის შესახებ ჩანაწერს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ნაციონალურ მოძრაობის მიერ მიწოდებულ ინფორმაციებს უკავშირებს და ამბობს, რომ დოკუმენტში დარღვევებზე მტკიცებით ფორმაში საუბარი არ არის.
ბესელიას თქმით ადამიანის უფლებათა მხრივ საქართველოში დარღვევები ყოველთვის იქნება, თუმცა სახელმწიფო მათ გამოსასწორებლად მუშაობს.
„ამ ანგარიშში, კონკრეტული დარღვევის დროს საუბარია იმაზე, რომ ინფორმაცია მოწოდებულია ნაციონალური მოძრაობის მიერ და მითითებულია მათი წყარო - ანუ მათი განმარტებით, მათი სიტყვებით, ასე ამბობს ანგარიშში და არა ის, რომ მტკიცებით ფორმაში იყოს საუბარი რაიმე ტიპის სისტემურ პრობლემაზე. ცალკეული დარღვევები ყოველთვის იქნება უფლებების დარღვევის კუთხით და ჩვენი ამოცანაა ის, რომ ყველა ასეთი ტიპის დარღვევაზე სახელმწიფოს დღეს აქვს მზაობა არა მიჩქმალვის ფაქტების, როგორც ეს ადრე ხდებოდა, არამედ გავაკეთოთ ამაზე რეაგირება და ეს ფაქტები გამოსწორდეს,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.