თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ნუკრი ქანთარიას მიერ საგარეო საქმეთა მინისტრზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ საკუთარ მინისტრებზე ასეთი გნცხადებები არ უნდა კეთდებოდეს.
"ვფიქრობ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იმ პოლიტიკური გუნდიდან ჰყავს, რომელსაც ნუკრი ქანთარია ეკუთვნის. თუ მას რაიმე კითხვები ჰქონდა ჯანელიძესთან დაკავშირებით, ამ კითხვების დასმის შესაძლებლობა ჰქონდა პარლამენტში, ყველაფერი დანარჩენი არის ბელეტრისტიკა, ძალიან ვწუხვარ, რომ ის ასეთი ტიპის განცხადებებს აკეთებს საკუთარი ქვეყნის ძალიან პროფესიონალ, ახალგაზრდა, ენთუზიასტ, ძალიან გამოცდილ დიპლომატთან დაკავშირებით. ცოტა მეტი ფიქრი სჭირდებათ იმ პარტიაში, საიდანაც ეს განცხადებები კეთდება, საკუთარ მინისტრებზე ასეთ განცხადებებს არ უნდა აკეთებდნენ,"- განაცხადა თინა ხიდშელმა.
ქანთარია მიიჩნევს, რომ ჯანელიძე ნიჭიერია, თუმცა სერგეი ლავროვთან შესახვედრად ჯანელიძეს საკმარისი გამოცდილება არ აქვს.