შავი ოქროს ფასი იზრდება. Brent-ის მარკის ნავთობის ღირებულება ამ დროისათვის ბარელზე 32, 25 დოლარს შეადგენს, რაც წინა დღის მაჩვენებელს თითქმის 2 დოლარით აღემატება, აპრილის ფიუჩერსების ღირებულება კი 33 დოლარით განისაზღვრა. მნიშვნელოვნად დაიკლო WTI-ის მარკის საწვავის ფასმა და ბარელზე 31,88 დოლარი შეადგინა.