სქართველოს პრეზიდნეტი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახლი პრეზიდენტის არჩევასთან დაკაშირებით. საქართველოს დელეგაციის, მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებებს აფასებს. მისი თქმით, ქართველი პოლიტიკოსები ევროპელი კოლეგების კომენტარებს ყურადღებით უნდა ისმედნენ.
"ჩვენი ევროპელი კოლეგების კომენტარებს ყოველთვის ყურადღებით ვისმენთ, კონკრეტულად ამ საკითხთან დაკავშირებით, ვთვლი, რომ ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის თანამშრომლობა ევროპელ კოლეგებთან უნდა გაღრმავდეს, გაფართოვდეს და იყოს უფრო მეტად ინტენსიური“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.
როგორც ცნობილია, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა პეტრო აგრამუნტმა თბილისის ყოფილ მერ გიგი უგულავას გუშინ "პოლიტპატიმარი" უწოდა. საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის დელეგაციის წევრებმა აგრამუნტის მიმართ კრიტიკული განცხადებები გააკეთეს. ისინი მიიჩნევენ, რომ სახალხო პარტია ევროპარლამენტში ,,ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს იცავს.