ინტერპარტიულ ჯგუფთან დიალოგის ფორმატი გაგრძელდება, - გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების დღევანდელ შეხვედრაზე მიიღეს.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრები მთავრობას ინტერპარტიულ ჯგუფთან საარჩევნო თემაზე მუდმივი აზრთა გაცვლა-გამოცვლის საშუალებას მისცემს.
არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს პრემიერ-მინისტრმა დღევანდელ შეხვედრაზე ასევე წარუდგინა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმად, წლების განმავლობაში დამკვიდრებული მანკიერი პრაქტიკა იცვლება და მინისტრები, საკუთარი შეხედულებისამებრ, საარჩევნო სპეცუბნებს ვერ შექმნიან.
ინტერპარტიული ჯგუფის წევრებმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას დააყენეს მოთხოვნა მაჟორიტარული სისტემის არა - 2020, არამედ 2016 წლისთვის გაუქმებასთან დაკავშირებით, თუმცა დღევანდელ შეხვედრაზე ამ თემაზე გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა.
პრემიერის განცხადებით, აღნიშნული საკითხის დადებით და უარყოფით მხარეებზე კოალიცია იმსჯელებს და გადაწყვეტილებაგუნდურ რეჟიმში იქნება მიღებული.