28 იანვარს, მთავრობის სხდომაზე ერთ-ერთი საკითხი სპეცუბნების გაუქმების შესახებ კანონპროექტი იქნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ „ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენელმა, მამუკა კაციტაძემ განუცხადა.
შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს გადასცა კანონპროექტი, სადაც საუბარია სპეცუბნების გაუქმებაზე. კანონპროექტის მიხედვით, სპეცუბნები უქმდება, გარდა ისეთი ტიპის გამონაკლისებისა, როგორიც არის ავღანეთსა და გემზე მყოფი პირების შემთხვევები.
13 არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდნენ. შეხვედრას იუსტიციის მინისტრიც ესწრებოდა. არასაპარლამენტო ინტერპარტიული ჯგუფი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას და სამხარეო პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითხოვს. მმართველი კოალიცია კი, საარჩევნო სისტემის შეცვლას 2020 წლისთვის გეგმავს.