ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდნეტის პოსტზე, 1 წლის ვადით, ესპანელი პედრო აგრამუნტი აირჩიეს. იგი პრეზიდენტის პოსტზე ან ბრასორის ცვლის.
აგრამუნტიმ პრეზიდენტად არჩევისას, თავის გამოვლაში საქართველოზე და დედაქალაქის ყოფილ მერზე გიგი უგულავაზე ისაუბრა.
„ჩემი როგორც თავმჯდომარის ერთ–ერთი მიზანი ასამბლეის წევრ პარლამენტართა უფლებების დაცვაა, რომ მათ შეძლონ საკუთარი მანდატის განხორციელება როგორც ევროსაბჭოსა და საკუთარ ქვეყნებში არჩეულმა წარმომადგენლებმა. ამგვარად, ისეთი ფიგურების გათავისუფლება როგორიც ნადია სავჩენკო და სხვა პოლიტიკური პატიმრები არიან, გიგი უგულავას ჩათვლით, ასევე მათი თავისუფლების, თავისუფალი გადაადგილების და სიტყვის თავისუფლების დაცვა უნდა იყოს აღნიშნული ქვეყნების ხელისუფალთა ერთ–ერთი პრიორიტეტი", - განაცხადა აგრამუნტმა.
პედრო აგრამუნტიევროპის სახალხო პარტიის წევრია.