24-26 იანვარს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი, მაღალმთიან რაიონებში ზოგან ქარბუქი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობსა და ბარში მოსალოდნელია -1, +4 გრადუსი.
26-27 იანვარს დაიკლებს ღამის მინიმალური ტემპერატურაც.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27 იანვარს თოვლიანი ამინდი მხოლოდ ცალკეულ რაიონში შენარჩუნდება.