„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ირმა ნადირაშვილის განცხადებით, მანანა კობახიძეს, მორალური უფლება არ აქვს სხვა ადამიანების არარსებულ დანაშაულზე ისაუბროს.
„ვინ ვინ და მანანა კობახიძე, რომლის მიმართაც არსებობს კონკრეტული ბრალდება, რომ ის არის ნარკოდილერების მფარველი და მათგან ფული აიღო, უფრო ფრთხილად უნდა იყოს, როდესაც ჩვენს კანდიდატს ან ნებისმიერ ადამიანს არარსებულ დანაშაულს აბრალებს“, - განაცხადა ნადირაშვილმა.
მისივე თქმით, პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური ძალა ტყუილებს არ უნდა იგონებდეს.
„ასე ჩვენც შეგვიძლია გამოვიდეთ და მოვიგონოთ, რომ ჯამარაული ნარკომანია, მაგრამ პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური ძალა ცხადია ასეთ ტყუილებს არ უნდა იგონებდეს“, - აღნიშნა ნადირაშვილმა.
შეგახსენებთ, მანანა კობახიძემ აღნიშნა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გამგებლობის კანდიდატი ბესიკ კახაბრიშვილი 1994 წელს დაკავებული იყო და მას 7 წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირადი ქონების კონფისკაციით და გაძლიერებული რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში მოხდით. 1997 წელს ის მაშინდელი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის შეწყალების აქტით გათავისუფლდა.