საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ ზვიად კვაჭანტირაძესთან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იმყოფებიან.
შეხვედრა პარლამენტის შენობაში ამ წუთებში მიმდინარეობს.
შეხვედრის კონკრეტული მოტივი უცნობია, თუმცა, სავარაუდოდ, საკითხი ეხება საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტს, რომლის განხილვა პარლამენტმა რამდენიმე თვის წინ დაიწყო, თუმცა პროცესი გაჩერებულია.