კოალიცია „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის პირველ ათეულში ადგილს ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა 20-30-ის მთავარი პროდიუსერი ვასილ მაღლაფერიძე დაიკავებს.
„ჯი-ეიჩ-ენის“ ინფორმაციით, მაღლაფერიძე მომავალ პარლამენტში რიგითი წევრის სტატუსით შესვლას არ აპირებს.
მის მიმართებაში სამი ვარიანტი განიხილება. იმ შემთხვევაში თუ რესპუბლიკელები კოალიციის მიღმა დარჩებიან, მაღლაფერიძე პარლამეტის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი იქნება. აქედანვე განიხილება ორი სხვა ვარიანტიც, რომლის მიხედვით, მაღლაფერიძე ან პირველი ვიცე-სპიკერის, ან განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის კომიტეტის პოსტს დაიკავებს.
ამჟამად მაღლაფერიძე ბიძინა ივანიშვილთან ერთ-ერთი ყველაზე დაახლოებული პირია. ივანიშვილი განსაკუთრებით ითვალისწინებს მის აზრს საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის საკითხებში და ცალკეულ პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებაში.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი აპირებს მომავალი საპარლამენტო სიის ფორმირება თებერვლის ბოლოს დაასრულოს.