ევროკომისია ევროსაბჭოს საქართველოსა და უკრაინისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხს 2016 წლის პირველ კვარტალში შესთავაზებს, - ამის შესახებ ბრიუსელში, ევროკავშირის საბჭოს სხდომის დაწყებამდე ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარმა, იოჰანეს ჰანმა განაცხადა.
“რაც შეეხება უკრაინას, კიდევ რჩება პრეზიდენტისა და პრემიერის მიერ აღებული გარკვეული ვალდებულებები, რომლებიც უნდა შესრულდეს. თუმცა მივიჩნევთ, რომ ძალიან მალე ვიხილავთ მოხსენებას, შეფასებას და უკვე პირველ კვარტალში გავაკეთებთ შეთავაზებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით“-აღნიშნა იოჰანეს ჰანმა და დასძინა, რომ იგივე შეეხება საქართველოსაც.
საქართველოს, უკრაინისა და კოსოვოსთვის სავიზო რეჟიმოს გაუქმებასთან დაკავშირებით დადებითი შეფასება ევროკომისიამ 2015 წლის დეკემბერში გამოაქვეყნა. თუმცა, უკრაინას და კოსოვოს, ევროკომისიის რეკომენდაციით, რეფორმების ნაწილი დასასრულებელი აქვთ. სამ ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლის შემოღების გადაწყვეტილება ახლა ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა უნდა მიიღონ.