მომავალ პარლამენტში „ქართული ოცნებიდან“ ადგილები გარანტირებული აქვთ ბიძინა ივანიშვილის საყვარელი ანსამბლის - „ქართული ხმების“ წევრებს თემურ ჭკუასელსა და გივი ჭიჭინაძეს.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს“ სანდო წყარომ განუცხადა, თამაზ ჭკუასელი მომავალ პარლამენტში ჩოხატაური-ლანჩხუთის მაჟორტარ დეპუტატად იყრის კენჭს.
ეს შეთავაზება მან უშუალოდ ბიძინა ივანიშვილისგან მიიღო.
ივანიშვილმა ჭკუასელთან დააზუსტა „ინფორმაცია“, ჰყავდა თუ არა მას დედა წარმოშობით ლანჩხუთიდან და დადებითი პასუხის შემდეგ ჩოხტარაური-ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატობა შესთავაზა.
აღნიშნულ შეთავაზებას ჭკუასელი დათანხმდა.
წყაროს ინფორმაციით, პარლამენტის წევრობა „ქართულ ხმების“ კიდევ ერთ წევრს, იმერეთის ამჟამინდელ გუბერნატორს, გივი ჭიჭინაძეს სურს, რომელიც ივანიშვილის რეკომენდაციით საპარალამენტო სიაში მოხვდება.