თბილისის საკრებულოს სხდომაზე თბილისის მერის მოადგილის თანამდებობაზე გიორგი ლილუაშვილის კანდიდატურა დეპუტატებმა 36 ხმით, 4-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს.
დავით ნარმანიას ახალი მოადგილის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირეს "ნაციონალური მოძრაობის" და "დემოკრატიული მოძრაობის" წევრებმა.
თბილისის მერის ყოფილი მოადგილე გიორგი სოლომონია თანამდებობიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე 12 იანვარს გადადგა. 14 იანვარს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ამ თანამდებობაზე "ქართუ ჯგუფის" ხელმძღვანელი გიორგი ლილუაშვილის კანდიდატურა დაასახელა. საკრებულოს ოპოზიცია აცხადებს, რომ გიორგი ლილუაშვილის მთავარი მიზანი თბილისის არაფორმალური მართვაა.