აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ სადილზე მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის საელჩო ავრცელებს. 
 
 „დღეს ელჩმა კელიმ მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს საქმიან სადილზე უმასპინძლა. შეხვედრაზე საქართველოს პროკურატურის რეფორმასთან დაკავშირებით ბატონი შოთაძის გეგმები განიხილეს და მართლმსაჯულების სისტემაში აშშ-საქართველოს შემდგომ თანამშრომლობაზე ისაუბრეს“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.