საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშით საგაზაფხულო სესიაზე წარდგება. დეტალები და კონკრეტული თარიღი კი პარლამენტის ბიუროზე დაზუსტდება.
პრეზიდენტის მოხსენებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და პარლამენტს შორის კონსულტაციები გაიმართება.
უმრავლესობაში აცხადებენ, რომ მათთვის საინტერესოა როგორ აპირებს გიორგი მარგველაშვილი ახალ პრემიერთან თანამშრომლობას.
ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ახალმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა არ უნდა გააგრძელოს მისი წინამორბედის გამოცდილება და დაესწროს პრეზიდენტის გამოსვლას.
საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს, 2 თებერვალს, იხსნება.