საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ურთიერთობების საკითხები და შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
"საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პერსპექტივებს და ამ პროცესში დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერის როლს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა დიდ ბრიტანეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას", - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.