დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას განცხადებით მისი მოადგილის შემცვლელთან დაკავშირებით, კონსულტაციები არასამთავრობო, სამთავრობო და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან მიმდინარეობს, რის შემდეგაც საზოგადოებას გადაწყვეტილებას გააცნობს.
"გიორგი სოლომონია დაუბრუნდა იმ სამსახურს, რასაც წლების განმავლობაში ეწეოდა. ეს არის მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელზეც კონსულტაციები ჩვენს შორის ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და დღეს დაკმაყოფილდა მისი გადაწყვეტილება", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
დედაქალაქის მერმა უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ სოლომონიას გათავისუფლების გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს და ეს თავშესაფარის მშენებლობის საკითხს უკავშირდებოდა.
,,მან ააშენა მიუსაფართა ახალი თავშესაფარი და ხელში ჩაგვაბარა დეკემბერში, როგორც ეს დაგეგმილი იყო გეგმა-გრაფიკით. ასე რომ, მას თავშესაფართან დაკავშირებით საქმე პირნათლად აქვს შესრულებული", - აღნიშნა ნარმანიამ.
მერიის ინფორმაციით, გიორგი სოლომონია მუშაობას, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გააგრძელებს. ,,ჯი-ეიჩ-ენის“ ინფორმაციით, მის შემცვლელად მერიაში, ,,ბანკი ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურა განიხილება.