"გაზპრომთან“ დაკვაშირებით მიმდინარე პროცესებით დაინტერესებულმა პირებმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართეს და არსებობს წინაპირობა იმისა, რომ ჩვენ შევქმნათ მძლავრი საპროტესტო ტალღა არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ" - აღნიშნული შესახებ დღეს პარტიის წარმომადგენელმა ნუგზარ წიკლაურმა ისაუბრა.
ენმ ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძეს სთავაზობს პარლამენტში, უმცირესობის სხდომაზე მივიდეს და ყველა არსებულ შეკითხვას უპასყხოს. ასევე, პარტია მზაობას გამოთქვამს მონაწილეობა მიიღოს ღია საკომიტეტო განხილვაში, რომელსაც დაესწრებიან როგორც "ქართული ოცნების" წარმომადგენლები, ასევე ექსპერტები და ყველა დაინტერესებული პირი.
"თუ ადრე, მთავრობის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ გაზპრომთან მოლაპრაკებები გაზის დივერსიფიკაციის მიზნით მიმდინარეობდა, ასევე კომერციული სტრუქტურებისათვის სათანადო პირობების შესაქმნელად, გუშინ მინისტრმა კალაძემ სრულიად სხვა ვერსია გააჟღერა და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები მხოლოდ სომხეთი-რუსეთის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ, კიდევ უფრო საჭიროა ხელშეკრულების ყველა დეტალი გასაჯაროვდეს. კალაძის განცხადებები, რომ სამინისტრო ყველა ინფორმაციის გაცემისთვის ღიაა, ტყუილია. ამის საილუსტრაციოდ წარმოგიდგენთ ორ დოკუმენტს - უმცირესობის მიერ მინისტრისთვის მიწერილ ორ წერილს, სადაც ჩვენ მას ვთხოვდით პარლამენტში მოსვლას, მაგრამ უარი გვითხრეს. ეს გარემოება აძლიერებს ეჭვებს, რომ პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს, რომელშიც აშშ ღიად ერთვება. ესაა პირველი ნაბიჯი იმ გაფრთხილებებისა, რომელიც შესაძლოა ამ პროცესს მოჰყვეს და რაც ჩვენი სტრატეგიული გზიდან გადახვევას გულისხმობს.
რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ პროცესებზე დღეს განცხადება აზერბაიჯანის მხრიდანაც გაკეთდება. საქართველო დგება ვითარებაში, სადაც ერთის მხრივ კარგავს სტრატეგიულ პარტნიორს აზერბაიჯანის სახით, ასევე ჩვენი პოზიციები სუსტდება საერთაშორისო არენაზე.
ამ გარემოებებიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მივმართავთ მინისტრ კალაძეს, მოვიდეს უმცირესობის სხდომაზე და პასუხი გასცეს ყველა იმ შეკითხვას, რომელიც გაზპრომთან დაკავშირებით მიმიდნარე მოლაპარაკებებზე არსებობს.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მზადაა მონაწეილეობა მიიღოს ღია საკომიტეტო განხილვაში, რომელსაც დაესწრებიან როგორც "ართული ოცნების" წარმომადგენლები, ასევე ექსპერტები და ყველა დაინტერესებული პირი.
კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული შეთავავზებები უარყოფილი იქნება, ჩვენ ყველა საშუალებას მივმართავთ ამ უკეთური მცდელობების შესაჩერებლად, მათ შორის ქუჩის აქციებსაც.
ასევე, გუშინ საღამოს უკვე იყო პირველი შეხვედრები ამ თემაზე ჩვენს ოფისში და გარეთაც დაინტერესებულ პირებთან და არის ყველა წინაპირობა, რომ ჩვენ შევქმნათ მძლავრი საპროტესტო ტალღა არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ”, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.