ნავთობი ისევ გაუფასურდა. დღეს დილით ბრენტის მარკის საწვავი 77 ცენტით, ვესტის მარკის საწვავი კი 65 ცენტით გაიაფდა და შესაბამისად, ბარელზე 32,53 და 32,51 დოლარი შეადგინა. ბირჟის ანალიტიკოსები შავი ოქროს გაიაფებას ჩინეთის ეკონომიკური მაჩვენებლების დაცემასა და აშშ სანავთობო რეზერვების ზრდას უკავშირებენ.