ტურიზმის ბიზნესი ზამთრის კურორტებზე Ski პატრულის ამოქმედებას ითხოვს. როგორც Caucasus Travel-ის დამფუძნებელი საბა კიკნაძე განმარტავს, ზამთრის კურორტებზე Ski პატრული უნდა პატრულირებდეს, რომელიც უსაფრთხოებაზე იქნება პასუხისმგებელი.
ტურიზმის სექტორი სახელმწიფოს უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას სთოვს, რათა სათხილამურო ტრასებზე ტრაგიკური შემთხვევები აღარ დაფიქსირდეს.
როგორც ცნობილია, დღეს გუდაურში უბედური შემთხვევის შედეგად 12 წლის გოგონა გარდაიცვალა. ტრაგედია პირველ სასრიალო სპორტულ ტრასაზე მოხდა, რა დროსაც სავარაუდოდ 18 წლის ბიჭმა თხილამურები ვერ დაიმორჩილა და ბავშვს დაეჯახა. გოგონა ადგილზე გარდაიცვალა, ბიჭი კი მკურნალობას გუდაურის ამბულატორიულ საავადმყოფოში გადის. „ეს შედეგი მივიღეთ იმის გამო, რომ არ ვაკეთებთ მთელს მსოფლიოში გავრცელებული და აპრობირებული მეთოდებით უსაფრთხოების კონტროლს. ვგულისხმობს იმას, რომ სათხილამურო ტრასებზე უნდა არსებობდეს პატრული, რომელიც უნდა იყოს საპატრულო პოლიციის ნაწილი, რომელსაც ექნება განსაზღვრული და კონკრეტული უფლებები და შეეძლება თუნდაც ალკო ტექსტის ჩატარება, ნებისმერი ფხიზელი თუ არაფხიზელი მოთხილამურის გაკონტროლება. მოთხილამურე ბოლოს სადმე, თუნდაც საბაგიროსთან ჩერდება და იქაც შეიძლება მისი გაკონტროლება. თუ საჭიროა მოხდეს მისი დაჯარიმება და ასე შემდეგ. ფხიზელი თუ არაფხიზელი მოთხილამურეები ასეთ ინციდენტებს არ უნდა ქმიდნენ სათხილამურო ტრასებზე“, აცხადებს საბა კიკნაძე.
მისვე განმარტებით, როგორც ჩანს სახელმწიფოს არ აქვს სათანადო ნება, ან არ უფიქრია, რომ Ski პატრული შეექმნა.
„ზუსტად ისეთივე დამნაშავეა სწრაფად მოსიარულე ფხიზელი თუ არაფხიზელი მოთხილამურე, როგორც საავტომობილო გზაზე მოსიარულე მძღოლი, რომელიც სწრაფად ატარებს ავტომობილს და ვერ იმირჩილებს საჭეს“, აცხადებს კიკნაძე.
Caucasus Travel-ის დამფუძნებელის განმარტებით Ski პატრული სათანადო უფლებებთან ერთად, საჭირო სატრანსპორტო საშუალებებითაც უნდა იყოს აღჭურვილი.