საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი სოციალურ მუშაკებს შეხვდა.
გიორგი აბაშიშვილმა მოწვეულ სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხის შესახებ, რომელიც ერთჯერადი დახმარების სახით ქვეყნის მასშტაბით 2000-ზე მეტ ბავშვს გადაერიცხა.
ასევე, საქართველოს პრეზიდენტის სახელით ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გაეგზავნათ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება მიიღო იმისათვის, რომ ბავშვებისათვის ახალი წელი კიდევ უფრო ლამაზი ყოფილიყო.