რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა და მინისტრის მოადგილე ილია დარჩიაშვილმა 13 ივნისს სტიქიით დაზარალებული ჯიბუტების მრავალშვილიანი ოჯახს ახალი წელი მიულოცეს. მინისტრმა ოჯახს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელით, მათთვის საჭირო ნივთები გადასცა და დამდეგი ახალი წელი მიულოცა. საყოფაცხოვრებო ტექნიკისთვის საჭირო თანხა, 13 ივნისს სტიქიით დაზარალებულთათვის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის თანამშრომლებმა შეაგროვეს.