2016 წლის არჩევნების სამზადისში ძალიან აქტიურად ჩავერევი, - ამის შესახებ ივანიშვილმა გადაცემა 2030-ში განაცხადა. მისი თქმით, 2016 წლის არჩევნების სამზადისში ძალიან აქტიურად ჩაერეა და მთელი რესურსით დაეხმარებმა საკუთარ გუნდს.
”მინდა გადავახალისო გუნდი, მაქვს უფლება საკუთარ გუნდს მივცე რეკომენდაციები. არსებულ გუნდს მე დიდ პატივს ვცემ, ჩვენ 2012 წელს ომი მოვიგეთ ღირსეულად და ამიტომ თითოეული ჩემი თანაგუნდელი ჩემთვის ძვირფასია, მათი ოცნება სულაც არ იყო პარლამენტში დამჯდარიყო, ახლა საჭიროა გუნდმა მოახდინოს გადახალისება ისე, რომ ძველი წევრები დარჩნენ ღირსეულ წავრებად. გუნდი ითხოვს გადახალისებას. ვერ ვხედავ იმის არგუმენტს, რომ კოალიცია დაიშალოს, მაგრამ ასეც რომ მოხდეს, არაფერი დრამატული ამაში არ იქნება. კოალიცია ერთად თუ ცალ-ცალკე ამ არჩევნებს მოიგებს და დიდი რაოდენობით მოვა ისევ ხელისუფლებაში“-განაცხადა ივანიშვილმა 2030-თან საუბარში”, - განაცხადა ივანიშვილმა.