2016 იქნება რთული და 2017 წლიდან დაიწყება აღმავლობა, - ამის შესახებ ივანიშვილმა გადაცემა 2030-ში განაცხადა. მისი თქმით, ახალმე ხელისუფლებამ დააფუძნა ის წესები, რამაც საქართველოში აღმავლობის პერიოდი უნდა დაიწყოს.
„2016 იქნება რთული და 2017 წლიდან დაიწყება აღმავლობა და გარწმუნებთ, 2017-ში საქართველო იქნება აღმავლობის ლიდერი. ძირითადი ფუნქცია, რაც უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, ჩვენ უკვე დავაფუძნეთ-ბიზნესი თავისუფალია, კრიმინალი შემცირდა, მთავრობა ცდილობს სწორად დააფინანსოს პრიორიტეტები და ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დავაფუძნეთ ის წესები, რამაც საქართველოში აღმავლობის პერიოდი უნდა დაიწყოს“-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ლარის კურსზე და ეკონომიკაზე საუბრისას , გადაცემაში “2030”.