სპეცოპერაცია ლიბანში. ბეირუთის აეროპორტში პოლიციამ ტონაზე მეტი ნარკოტიკი ამოიღო. კაპტაგონი, ამფეტამინი და ჰაშიში სასკოლო მერხებში იყო დამალული, რომელიც ეგვიპტეში უნდა გაგზავნილიყო. ლიბანის უშიშროების სამსახურმა ორი კუსტარული ლაბორატორიაც აღმოაჩინა, სადაც კაპტაგონი და სხვა ნარკოტიკული პრეპარატები მზადდებოდა.