პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი ფიქრობს, რომ უკეთესი კომუნიკაციისთვის უმჯობესი იქნება, რომ პარლამენტის შენობა თბილისში იყოს.
დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, კვირიკაშვილი გიორგი თევდორაძის კითხვას გემოეხმაურა, რომელის ქუთაისის სტატუსით დაინტერესდა.
„ქუთაისი ძალიან მიყვარს. აქ ბევრი პროექტის განხორციელება იგეგმება. კერძოდ, მისი ტურისტულ ჰაბად გადაქცევა. აქ არის აეროპორტი, სადაც ფრენების კუთხით დამატებები მოხდა. ასევე ვგეგმავთ, რომ „ვიზიარის“ ბაზა გავაკეთოთ და აქ რამდენიმე ბორტი დატოვოს. ქუთაისს ფრენების თვალსაზრისით, შვიდი-რვა მიმართულება დაემატება. ამას გარდა, თავისუფალი ინდუსტრიული ზონებს განვავითარებთ. რაც შეეხება პარლამენტის შენობას, ეს მთავრობას მუშაობაში დისკომფორტს უქმნის. უკეთესი კომუნიკაციისთვის უმჯობესი იქნება, რომ თბილისში იყოს პარლამენტის შენობა. ეს ჩემი აზრია. ისეთი მნიშვნელოვანი ახალი პროექტების წამოწყება შეიძლება, რომელიც ქუთაისის საგანმანათლებლო დაწესებულებად გადააქცევს“, - განაცხადა კვირიკაშვილმა, რომელმაც თქვა, რომ თუკი პარლამენტი გადაწყვეტს, რომ ქუთაისში დარჩება, მაშინ შენობის მიმდებარე ტერიტორიის მოწყობა მოხდება.