იუსტიციის მინისტრობის კანდიდატს სააპელაციო სასამართლის მოსამართლედ ლევან მურუსიძის დანიშვნის გადაწყვეტილება არ მოსწონს. თეა წულუკიანის განმარტებით, მან მურუსუძეს საკონსკურსო განაცხადის უკან გატანის რჩევით მიმართა და საბჭოს წევრებს მოუწოდა მოსამართლის არჩევის პროცესში მათი წარსული გაეთვალისიწნებინათ. თუმცა მინისტრი აცხადებს, რომ საჯარო რჩევა ყველამ პოლიტიკურ ზეწოლად მიიღო. მისივე თქმით, გირვლიანის საქმის გამოძიებისთვისაც ის 2006 წლიდან იბრძოდა და ბოლომდე მიყვანის მიზნით საქარველოშიც კი დაბრუნდა.