ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ზურაბ აბაშიძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი კვირიკაშვილს ურჩევს, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამას გაეცნოს.
ფრაქციის სხდომაზე, აბაშიძემ კვირიკაშვილს პროგრამა გადასცა.
„იმედია, ეს თქვენი სამაგიდო დოკუმენტი გახდება, რადგან ხელისუფლებაში ეს ძალა ამ დოკუმენტით მოვიდა. როგორც ტოტალური უმუშევრობის დამარცხებით, ასევე სამართლიანობის აღდგენით. იქნებ გასცეთ პასუხი, რა შესრულდა და რა არა“, - მიმართა კვირიკაშვილს აბაშიძემ.
თავის მხრივ, კვირიკაშვილმა აბაშიძეს მოუწოდა, ერთი სპექტაკლის ნაწილები არ გახდნენ.