პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მას ეჩვენება, რომ სამართლიანობის აღდგენის ტემპის დაჩქარების რესურსი არსებობს.
როგორც ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ სხდომაზე კვირიკაშვილმა განაცხადა, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, გარკვეული პროგრესია ჟვანიასა და კიწმარიშვილის საქმეებზე.
„პირობას გაძლევთ, რომ ამ საკითხებზე უფრო კონკრეტული საუბარი მექნება. მეჩვენება, რომ სამართლიანობის აღდგენის ტემპის დაჩქარების რესურსი არსებობს და ვეცდები, რომ ჩვენი მხრიდან გამოხატული პოლიტიკური ნება აღვასრულოთ და პროცესი დავაჩქაროთ. ეს დელიკატური პროცესია და მაქსიმალურად ჩქარა, მაგრამ სიზუსტით უნდა ვიმოქმედოთ“, - დასძინა კვირიკაშვილმა.